NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკ ნიქსის" უმასპინძლა და 95:111 დამარცხდა.
სტუმრებმა გარდა მესამე მეოთხედისა, ყველა პერიოდში დამაჯერებლად ითამაშეს და გამარჯვებაც ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. "ნიქსის" რიგებში საუკეთესო იყო ჯალენ ბრანსონი, რომელმაც მატჩი 26 ქულით, 2 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ქართველმა პარკეტზე გატარებულ 16:22 წუთში 4 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 35 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 6 მარტს "მინესოტას" წინააღმდეგ გამართავს.







