ჩოგბურთი

2:34 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში ავსტრალიელ კრისტოფერ ო’კონელთან ორ სეტში წააგო.

ო’კონელმა ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:4, 6:4 მოიგო და გამარჯვებაც მოიპოვა.

შეხვედრა საათისა და 19 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ბასილაშვილმა 9 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მიითვალა, ხოლო მეტოქეს 7 ეისი ჰქონდა, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ქართველმა ჩოგბურთელმა 23 ვინერსი მიითვალა, მაგრამ 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161389