ფეხბურთი

2:22 | 4.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ბოლოადგილოსან "ვულვზთან" დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ლივერპული“ ბოლოადგილოსან „ვულვზთან“ დამარცხდა.

არნე სლოტის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, რაც სეზონის ბოლოს შეიძლება ძვირი დაუჯდეს.

„ვულვზი“ 78-ე წუთზე როდრიგო გომესის გოლით დაწინაურდა, რასაც ხუთ წუთში მოჰამედ სალაჰმა წონასწორობა აღადგინა. სლოტის გუნდს მოსაგებად უნდა გაებრძოლა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე ანდრეს გოლით მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე იყო. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი აქვს ჩატარებული - 5 პრემიერლიგაში, 4 ჩემპიონთა ლიგაზე, თითო ინგლისის ლიგის თასსა და ასოციაციის თასზე.

„ლივერპული“ 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს. „ვულვზმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო და 16 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167817