ფეხბურთი

21:17 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ზურაბ მუსელიანი დაიმატა

26 წლის ფორვარდი ზურაბ მუსელიანი კარიერას „დილაში” გააგრძელებს. ის გორულ კლუბს კვიპროსის უმაღლესი ლიგის კლუბ „პარალიმნიდან” შეუერთდა.

მუსელიანს თამაში როგორც ცენტრ-ფორვარდად, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია. ზურამ კარიერა ვიტ ჯორჯიაში დაიწყო, რის შემდეგაც „შუქურას” და „გაგრას“ ღირსებს იცავდა, შემდეგ კი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხსენებული კვიპროსის გარდა, სამხრეთ კორეის და ბოსნიის ჩემპიონატებშიც მოსინჯა.

მუსელიანი წარსულში საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089895