„ბოკა ხუნიორსმა“ „რომას“ ფეხბურთელ პაულო დიბალას აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა არგენტინელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.
დიბალას „რომასთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურებაა, რომელსაც სავარაუდოდ არ გაახანგრძლივებს და კლუბს დატოვებს. „ბოკაც“ დაინტერესებულია და ფეხბურთელს 2028 წლის დეკემბრამდე კონტრაქტი შესთავაზეს.
პაულოს ჯერ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
პაულო დიბალამ 2022 წლიდან „რომას“ მაისურით 135 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. მას კარიერის საუკეთესო პერიოდი, 2015-2022 წლებში „იუვენტუსში“ აქვს გატარებული, სადაც 293 თამაშში თავი 115-ჯერ გამოიჩინა.





