ფეხბურთი

14:52 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ სასწრაფოდ დატოვა საუდის არაბეთი

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა ოჯახმა სასწრაფოდ დატოვეს საუდის არაბეთი კერძო თვითმფრინავით, იუწყება The Sun. პორტუგალიელის თვითმფრინავი Flightradar-ზე დაფიქსირდა და მადრიდში დაეშვა.

რონალდუ ერ-რიადში ცხოვრობს თავის საცოლესთან, ჯორჯინა როდრიგესთან და ხუთ შვილთან ერთად. გასული კვირის ბოლოს ქალაქი დრონებით დაბომბეს, რაც ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური სიტუაციის ესკალაციას უკავშირდებოდა. თავდასხმები გრძელდება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინა რონალდუს გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ქვეყანა.

ამ სეზონში 41 წლის ფეხბურთელმა „ალ-ნასრის“ რიგებში ყველა შეჯიბრში 22 მატჩში 20 გოლი გაიტანა. თებერვალში მან ბოიკოტი გამოუცხადა კლუბის მატჩებს საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტის უკმაყოფილების გამო. რონალდომ უკმაყოფილება გამოთქვა ფონდის მიერ მისი გუნდის მიმართ ნაკლები ყურადღებისა და რესურსების გამო, სხვა კლუბებთან, მაგალითად, „ალ-ჰილალთან“ შედარებით. მოგვიანებით ის გუნდს დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09246