სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:09 | 3.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ზედიზედ მეორე მარცხი ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფესთან“ სენსაციური მარცხი განიცადა.

პირველი ტაიმის მიწურულს მარტინ სატრიანომ საჯარიმოს მისადგომებიდან ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ალვარო არბელოას გუნდს დიდი დრო ჰქონდა გასათანაბრებლად, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „სამეფო კლუბი“ უქულოდ დარჩა, რაც შეიძლება სეზონის ბოლოს ძალიან ძვირი დაუჯდეს. „რეალისთვის“ ეს უკვე ზედიზედ მეორე მარცხია ლა ლიგაში, შედეგად, თუ ორი ტურის წინ „ბარსელონას“ ორი ქულით უსწრებდა, ახლა ოთხი ქულით ჩამორჩება.

„რეალი“ 60 ქულით მეორე ადგილზეა, „ბარსელონას“ 64 ქულა აქვს. არბელოს გუნდის მომდევნო მეტოქე 6 მარტს, ვიგოს „სელტა“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.177478