რაგბი

16:50 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 25:10 არმია

crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ თბილისის ‘არმია’ 25:10 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

„ბათუმი არენაზე“ მასპინძლები მე-9 წუთზე საბა ხონელიძის ლელოთი დაწინაურდნენ და ბუბა ნოზაძემ გარდასახა. ტაიმის ბოლოს ნოზაძემ და მერლს პიტერსმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 10:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზღვისპირელებმა თორნიკე აქუბარდიას ლელოთი უპირატესობა გაზარდეს. ნოზაძემ გარდასახვა ვერა, თუმცა 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. ‘ბათუმმა’ 72-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანა, თავი არჩილ თურმანიძემ გამოიჩინა და ბონუს-ქულას მიუახლოვდა, თუმცა მალევე ერთი საპასუხო ლელო ჯაბა შათირიშვილმა მიითვალა და მასპინძლები 4 საცხრილო ქულას დააჯერა.

‘ბათუმმა’ 25:10 გაიმარჯვა და 58 ქულით პირველ ადგილზეა. ის მდევარ ‘არესს’ 2 ქულით უსწრებს, ხოლო ‘არმია’ 35 ქულით მეექვსე პოზიციაზე რჩება. განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ვანო ფუტკარაძე გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170637