სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:00 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმებასთან ერთ ნაბიჯში არიან. ინგლისელი ფორვარდი ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე განაახლებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით.

ჰარი კეინი „ბაიერნში“ 2023 წლიდან თამაშობს და 133 მატჩში 130 გოლი აქვს გატანილი, რაც საოცარი მაჩვენებელია. მიმდინარე სეზონში 32 წლის შემტევმა 37 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166202