რაგბი

14:54 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 19:29 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘აიას’ crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურში სტუმრად 29:19 აჯობა და „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა.

‘ხარებმა’ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, ჯამში 48 ქულა დააგროვა და ლიდერებს მიუახლოვდა. რუსთაველებს მე-4 ადგილი გარანტირებული აქვთ და ფლეი ოფის პრველ რაუნდში მასპინძლობა უკვე დაიბევეს, თუმცა წინსვლის შანსსაც ინარჩუნებენ. ‘აიამ’ ზედიზედ მესამე თამაში დათმო და 50 ქულით მესამე ადგილზეა. ქუთაისელებს ფლეი ოფი გარანტირებული აქვთ, თუმცა პირველ-მეორე ადგილის დაკავება სათუო გაუხდათ და შესაბამისად, ფლეი ოფში ჩართვა სავარაუდოდ პირველივე წრიდან მოუწევთ.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე სტუმრები საჯარიმო ლელოთი მე-12 წუთზე დაწინაურდნენ და ‘აიამ’ გაშვებულ ლელოსთან ერთად სინბინით ბაჩუკი ბარათაშვილიც დაკარგა. მე-18 წუთზე ყვითელი ბარათი ჯიუტა მბატირერენგამაც მიიღო და 13-კაციან მასპინძლებს 1 წუთში ლელო შალვა აფციაურმა გაუტანა, რომელმაც მეტოქის შეცდომით ისარგებლა.

34-ე წუთზე სტუმრებმა ძალისმიერი შეტევა ლუკა კოხიას ლელოთი დაასრულეს და დავით მოძღვრიშვლმა გარდასახა, რაზეც ტაიმის ბოლოს ‘აიამ’ ერთი ლელოთი უპასუხა. ამჯერად საჯარიმო ლელო მასპინძლებმა გამოიმუშავეს და რუსთაველები გელა მახარაშვილის სინბინის შემდეგ კაცნაკლულები დარჩნენ - 7:19.

თავის მხრივ, მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიყენეს, თემურ კოხოძემ გადაკიდაბულ ბურთზე ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. მალე ‘ხარებმა’ სინბინით ბექა გელხვიძე დაკარგა, თუმცა ამჯერად კაცნაკლულმა თავი დაიცვა.

63-ე წუთზე სტუმრები სინბინით ერთხელაც დაისაჯნენ, ყვითელი ბარათი ანარე ტუიტაიმ მიიღო, თუმცა მათ ამჯერადაც შეძლეს თავის დაცვა და 10 წუთში მოძღვრიშვილის ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. ‘აიამ’ 76-ე წუთზე ნიკა ღლონტის მიერ გატანილი ლელოთი თამაშის მოგების შანსი დაიბრუნა, თუმცა ბოლოსწინა წუთზე მაიკელი როკონდინონომ ლელოთი უპასუხა, ხოლო მოძღვრიშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:19. მატჩის საუკეთესო მოთამაშე როკონდინონო გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09692