უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კაზემირო ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და კარიერას ახალ კლუბში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი იტყობინება, ბრაზილიელის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა. კლუბის წარმომადგენლები კაზემიროს ბოლო პერიოდია აქტიურად აკვირდებიან, ისინი თვლიან, რომ მიუხედავად ასაკისა მას მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია და ბრაზილიელი "ბებერ ქალბატონს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ყველაფერთან ერთად ტურინულ გრანდს მისი დამატება უფასოდ შეეძლება. ჯერ ჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.
აქვე ისიც სათქმელია, რომ კაზემირო რამდენიმე კვირის უკან MLS დაუკავშირეს. კონკრეტულად კი, მისით "ინტერ მაიამი" ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო "მანჩესტერში" 2022 წლიდან თამაშობს, იქამდე კი "რეალში" და "პორტუში" უთამაშია. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.





