ფეხბურთი

10:00 | 2.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "თამაში ჩემი დამსახურებით არ შეცვლილა"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „ვოლფსბერგერთან“ მატჩის (2:2) და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თამაში მოედანზე მისი გამოჩენით არ შეცვლილა, არამედ „ვოლფსბერგერის“ კაცნაკლულობით:

„თამაში შეიცვალა რიცხობრივი უპირატესობით და არა ჩემს გამო. პენალტი რომ დაინიშნა, მწვრთნელმა მკითხა, მინდოდა თუ არა მოედანზე შესვლა და პენალტის დარტყმა. თავს თავდაჯერებულად ვგრძნობდი და დავთანხმდი. ისინი მე-60 წუთამდე დიდად უკეთესები არ იყვნენ, მაგრამ თავიანთი შანსები გამოიყენეს. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა და მოგვეგო“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 18 შეხვედრაში 10 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.

აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავას „ჰარტბერგის“ ფეხბურთელ ელიას ჰაველთან ერთად ლიდერობს.

„შტურმს“ 35 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს, „ალტახს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167467