სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:25 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მეცი" 10-კაციან მეტოქესთანაც დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში „მეცი“ შინ „ბრესტთან“ 0:1 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთიდან რიცხობრივ უპირატესობაში თამაშობდა.

„მეცი“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, 10-კაციან „ანჟერთან“ ქულაც ვერ მოიპოვა. სტუმრებმა მეორე ტაიმის შუაში გაიტანეს ერთადერთი გოლი და მოიგეს.

შეუცვლელად ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო, გიორგი აბუაშვილი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაია 59-ე წუთზე. მოკლედ, სამივე ქართველმა ითამაშა, მაგრამ გუნდი ვერ იხსნეს.

წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი), აბუაშვილის აქტივში 17 მატჩში 1 გოლია, ხოლო ქვილითაიამ მეოთხედ ითამაშა.

„მეცს“ ლიგა 1-ში 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შედეგად, 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში კი 8 მარტს „ლანსს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088871