ფეხბურთი

18:20 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჰართსისთვის" ხელსაყრელი ფრე "ოლდ ფირმში"

შოტლანდიის ჩემპიონატში „რეინჯერს“ „სელტიკს“ უმასპინძლა და გუნდები დაზავდნენ, ეს შედეგი კი დიდად არცერთს გაახარებდა.

„რეინჯერსმა“ იდეალურად დაიწყო: მერვე წუთზე მაკრატელა დარტყმით ჩერმიტიმ ანგარიში გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე პორტუგალიელმა შემტევმა დუბლი შეასრულა. თუმცა, მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში კირან ტირნიმ შეამცირა სხვაობა, ხოლო კომპენსირებულ დროში რეო ჰატატემ თავისივე გაცუდებულ პენალტს დაამატა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.

„რეინჯერსი“ 57 ქულით მეორე ადგილზეა, „სელტიკს“ 55 ქულა აქვს, ხოლო ჩემპიონატს „ჰართსი“ 63 ქულით ლიდერობს, ასე რომ, „ოლდ ფირმში“ ფრე ყველაზე მეტად „ჰართსს“ აწყობდა. ოღონდ, „სელტიკს“ კონკურენტებთან შედარებით ერთი თამაში მარაგში აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.147739