ფიფას გენერალურმა მდივანმა მატიას გრაფსტრომმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აპირებს კონტაქტი შეინარჩუნოს ირანის, ისრაელის და შეერთებული შტატების მთავრობებთან ქვეყნებს შორის კონფლიქტის ფონზე.
„წავიკითხე სიახლეები ირანში არსებული ვითარების შესახებ. დღეს შეხვედრა გვქონდა. ნაადრევია დეტალური კომენტარის გაკეთება, მაგრამ დავაკვირდებით მოვლენებს. გავაგრძელებთ კომუნიკაციას სამივე მთავრობასთან“, - ციტირებს ESPN გრაფსტრომის სიტყვებს.
შეერთებული შტატები იქნება 2026 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, რომელიც 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ტურნირი ასევე ჩატარდება კანადასა და მექსიკაში. ირანის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა.







