სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:15 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ შესაძლოა "მანჩესტერ სიტისთან" ვერ ითამაშოს

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ შესაძლოა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩებში ვერ ითამაშოს.

ფრანგ თავდამსხმელს მუხლის პრობლემა აქვს და ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რამდენი ხანი იუქმებს. ეს ცნობა ემილიო ბუტრაგენიომაც დაადასტურა.

„მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ კიდევ ორი ​​გამორჩეული მატჩი გველის. მბაპეს შესახებ რას ვიტყვი? იმედია, სერიოზული არაფერია. ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ის ხელმისაწვდომი „სიტისთან“ მატჩისთვის. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს Footmercato.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მატჩები 10-18 მარტს გაიმართება. კილიან მბაპეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 33 მატჩში 38 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091437