სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:04 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მარკუს რაშფორდს გამოისყიდის

„ბარსელონა“ ახლოსაა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მარკუს რაშფორდის გამოსყიდვასთან.

ნიკოლო სკირას ცნობით, ესპანური კლუბი მზადაა ინგლისელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც მისი გამოსასყიდი ფასია. ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდება, შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მარკუს რაშფორდი „ბარსელონაში“ მიმდინარე სეზონში იჯარით თამაშობს და 34 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172242