ფეხბურთი

21:10 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები ცნობილია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

უეფამ ტრადიციულად ასახელებს სათამაშო კვირის შემდეგ საუკეთესო 11-ეულს, ხოლო „მონაკოსთან“ გოლის შემდეგ მასში კვარაცხელიაც შეიყვანეს, რომელიც პსჟ-ს ერთადერთი წარმომადგენელია.

აქვე ვთქვათ, რომ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდერ სორლოთი დასახელდა, რომელმაც „ბრიუგეს“ სამი გოლი გაუტანა.

მეკარე: იან ობლაკი (ატლეტიკო)

მცველები: დავიდე ძაპაკოსტა (ატალანტა), ოდინ ბიორტუფტი (ბოდო/გლიმტი), ედმონდ ტაპსობა (ლევერკუზენი), ვესტონ მაკკენი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი), ორელინ ჩუამენი (რეალი), სანდრო ტონალი (ნიუკასლი), იენს პეტერ ჰაუგე (ბოდო/გლიმტი)

თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი (გალათასარაი), ალექსანდერ სიორლოთი (ატლეტიკო)

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 9 შეხვედრაში 4 გოლით და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ჩელსის" ან "ბარსელონას" შეხვდება, ეს წილისყრის შედეგად 27 თებერვალს გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092347