რაგბი

17:59 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 27 თებერვალს მეორე ტესტ-მატჩს გამართავს.

შეხვედრა „ლელო არენაზე“ 15 საათზე დაიწყება და პირველი თამაშისგან განსხვავებით, აქ გუნდები კლასიკური, 23-კაციანი განაცხადით წარსდგებიან.

22 თებერვალს ჩვენი 20-წლამდელები ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულ (2012, 2025) სამხრეთ აფრიკას რუსთავის „ხარები არენაზე“ დაუპირისპირდნენ. პირველ მატჩში გუნდმა, რომელიც 2026 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, თითო ტაიმში თითო შემადგენლობით ითამაშა. სტუმრები პირველი 40 წუთის შემდეგ 35:0 დაწინაურდნენ, შესვენების შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიტო კოლელიშვლმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც სამხრეთ აფრიკას 27 თებერვალს, „ლელო არენაზე“ შეერკინებიან. განაცხადში სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც პირველ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღათ. სამივე მათგანი მარქაფაშია. ესენი არიან პრველხაზელები - დავით არჩვაძე და დავით ხურციძე, ასევე 9 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე გოგა უშვერიძე.

27 თებერვალი. 20-წლამდელთა ტესტ-მატჩი

თბილისი. „ლელო არენა“. 15:00 საათი

საქართველო - სამხრეთ აფრიკა

საქართველო

ხაზი: 15. საბა შარვაშიძე (არმია), 14. ლუკა ტაბატაძე (არმია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (ლიონი), 11. დათა არობელიძე (არმია), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (კასტრი), 2. გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), 3. ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), 4. გიორგი მეფარიშვილი (აია), 5. ნიკა ჩხორთოლია (მონპელიე), 6. ლუკა ნარსია (აია, კაპ.), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი), 8. გიორგი ბოჩიკაშვილი (ხვამლი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. თორნიკე ტორაძე (აია), 20. ლუკა შულაია (ლელო); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. გიორგი მუშკუდიანი (აია), 23. ნიკა ხალვაში (ლელო).

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082338