"ლივერპულის" ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის შეძენით ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ბიანკონერი" ალისონის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სერიოზულად განიხილავს. როგორც ირკვევა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი "ივენტუსის" ამჟამინდელი მეკარის მიკელე დი გრეგორიოს თამაშით უკმაყოფილოა. ჯერჯერობით ალისონის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდება, ეს გიორგი მამარდაშვილისთვისაც დიდი შვება იქნება, რადგან ბოლო პერიოდში ქართველ მეკარეს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და გამუდმებით სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერი "ლივერპულის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს.







