სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:00 | 23.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "ტორინოში": საბა საზონოვს ახალი მწვრთნელი ეყოლება

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით "ტორინოში" ცვლილებები გარდაუვალია, ცნობილი ინსაიდერის ნიკოლო სკირას ცნობით ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ბარონის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ირკვევა იტალიელ სპეციალისტს სეზონის ბოლომდე რობერტო დავერსა ჩაანაცვლებს, ხოლო მისი ასისტენტი სალვატორე სულე იქნება, რომელიც წარსულში კლუბში უკვე მუშაობდა და ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს. სკირას თქმით, დღეს მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი შედგება და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, დავერსა ტურინში ხვალვე ჩაფრინდება და ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.

"ტორინო" ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად გამოიყურება და ბოლო 10 მატჩიდან 7-ი წააგეს, სატურნირო ცხრილში კი 27 ქულით მე-15 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულა აშორებს.

რაც შეეხება რობერტო დავერსას, ის სხვადასხვა დროს "პარმაში", "სამპდორიაში" და "ლეჩეში" მუშაობდა, ხოლო ბოლოს "ემპოლის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.134102