სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:20 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში "მილანის" 24-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „მილანი“ „პარმასთან“ დამარცხდა, რის შედეგადაც, სკუდეტოსთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

„როსონერი“ „ინტერთან“ უკვე სოლიდურ ჩამორჩენაშია, რაც 12 ტურისთვის ბევრია. „მილანს“ აგვისტოსა და პირველი ტურის მერე არ წაეგო ჩემპიონატში, მაგრამ აუტსაიდერ „პარმასთან“ მოულოდნელად უქულოდ დარჩა.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მარიანო ტროილომ გაიტანა ერთადერთი გოლი, რომელიც მსაჯმა ჯერ გააუქმა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ჩათვალა და 0:1.

„მილანს“ სერია A-ში 24-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, სულ ორი მარცხი აქვს ჩემპიონატში, ორივე შინ „კრემონეზესა“ და „პარმასთან“.

„მილანი“ 54 ქულით მეორეა, მაგრამ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.

„მილანი“ – „პარმა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ტროილო (80)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162571