სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:39 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "რეალს" გადაასწრო

ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ბარსელონამ“ „ლევანტე“ დაამარცხა და ლიდერის პოზიცია დაიბრუნა.

მას შემდეგ, რაც გუშინ მადრიდის „რეალი“ „ოსასუნასთან“ დამარცხდა, ჰანსი ფლიკის გუნდის მოტივაცია გაიზარდა, აუტსაიდერ „ლევანტესაც“ ადვილად აჯობა.

პირველ ტაიმში მარკ ბერნალმა და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს, ხოლო მატჩის მიწურულს ფერმინ ლოპესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

„ბარსელონამ“ გამოიყენა შანსი 61 ქულით ისევ ლიდერია, „რეალს“ ერთი ქულით გადაასწრო, ხოლო მომდევნო ტურში 28 თებერვალს, „ვილიარეალს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

„ბარსელონა“ – „ლევანტე“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ბერნალი (4), 2:0 დე იონგი (32), 3:0 ფერმინი (81)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09733