ფეხბურთი

21:05 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "საუდის არაბეთში ბედნიერი ვარ და აქ დარჩენა მინდა"

"ალ-ნასრის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ბედნიერია და გუნდის შეცვლას არ აპირებს. როგორც მან თქვა, ის და მისი ოჯახი საუდის არაბეთში ძალიან კარგად მიიღეს, რისთვისაც მადლიერია.

„როგორც არაერთხელ მითქვამს, ძალიან ბედნიერი ვარ და საუდის არაბეთი ჩემი ადგილია. ისეთ ქვეყანაში ვარ, რომელმაც ძალიან კარგად მიგვიღო მე, ჩემი ოჯახი და მეგობრები და მინდა აქ დარჩენა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის გაგრძელებაა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ვახდენთ ზეწოლას მეტოქეებზე და ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს. სწორ გზაზე ვართ, ისევ ლიდერობი ვართ. თავს კარგად ვგრძნობთ და თავდაჯერებულები ვართ. თამაშიდან თამაშამდე ვართ ორიენტირებული, კარგ ფორმაში ვართ", - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა, ხოლო კარიერაში უკვე 964 გოლი დაუგროვდა. მან 501 გოლი გაიტანა მას მერე, რაც 30 წლის გახდა.

„ალ-ნასრმა“ 55 ქულა დააგროვა და ლიდერია, რადგან „ალ-ჰილალს“ ერთი ქულით გადაასწრო, რომელიც „ალ-იტიჰადს“ დაუზავდა. ზოგადად, საუდის არაბეთში საჩემპიონო რბოლა დაძაბულია: „ალ-ნასრს“, „ალ-ჰილალს“, „ალ-აჰლისა“ და „ალ-ქადსიას“ შორის განსხვავება სულ 5 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162574