ფეხბურთი

0:00 | 22.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის მორიგი გოლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში „სენტ ეტიენმა“ „ლავალი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მესამე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა. ის მოედანზე 89-ე წუთამდე იყო.

„ლავალმა“ ზურიკოს გოლს 36-ე წუთზე უპასუხა, მაგრამ ორ წუთში მასპინძლებმა მეორე გაიტანეს და როგორც გაირკვა, ეს გამარჯვების გოლი გახლდათ. „სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ზურიკო დავითაშვილს 20 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი ერთადერთი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ქართველის აქტივში ერთი გოლი საფრანგეთის თასზეცაა.

„სენტ ეტიენმა“ 43 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166938