სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:44 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს მილნერმა პრემიერლიგაში გამოსვლების რეკორდი დაამყარა

„ბრაიტონის“ ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერლიგაში გამოსვლების რეკორდი დაამყარა. 40 წლის ფეხბურთელმა თავისი გუნდის მატჩი სტუმრად „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის 27-ე ტურში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. საბოლოოდ „ბრაიტონმა“ 0:2 გაიმარჯვა. ეს ინგლისელის 654-ე გამოსვლა გახლდათ ამ ტურნირზე.

ამ სტატისტიკით მილნერმა გარეთ ბერის გაუსწრო, რომელმაც 653 მატჩი ჩაატარა ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ხუთეულში ასევე შედიან რაიან გიგზი (632), ფრენკ ლამპარდი (609) და დევიდ ჯეიმსი (572).

ყველაზე მეტი მატჩი მილნერმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში (230) ჩაატარა. მას ასევე უთამაშია „ლიდსში,“ „ნიუკასლში,“ „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტიში.“

ინგლისი. პრემიერლიგა. 27-ე ტური. 21 თებერვალი: ასტონ ვილა - ლიდსი 1:1, ბრენტორდი - ბრაიტონი 0:2, ჩელსი - ბარნლი 1:1, ვესტ ჰემი - ბორნმუთი და მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09182