ისტორია

20:43 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კეინის დუბლი „ბაიერნს“ „აინტრახტის“ დამარცხებაში დაეხმარა

გერმანიის ბუნდესლიგაში დღეს, 21 თებერვალს, 23-ე ტურის ხუთი მატჩი იმართება. 4 უკვე დასრულდა. ლიდერმა „ბაიერნმა“ შინ „აინტრახტს 3:2 სძლია. ალექსანდარ პავლოვიჩმა მასპინძლები მე-16 წუთზე დააწინაურა. ჰარი კეინმა გუნდის უპირატესობა მე-20 წუთზე გააორმაგა, ხოლო მეორე გოლი 68-ე წუთზე გაიტანა და დუბლი შეასრულა.

ჯონათან ბურკარდტმა 77-ე წუთზე პენალტით გაქვითა ერთი ბურთი. არნო კალიმუენდომ კი 86-ე წუთზე სტუმართა ჩამორჩენა შეამცირა.

ამ თამაშის შემდეგ, „ბაიერნი“ გერმანიის უმაღლეს დივიზიონს 60 ქულით ლიდერობს, ხოლო „აინტრახტი“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

„ბაიერი“ ბერლინის „უნიონთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე რანი ხედირამ გაიტანა. „ლევერკუზენი“ 22 მატჩის შემდეგ 39 ქულით მეექვსე ადგილზეა.

გოჩოლეიშვილისა და ზივზივაძის გუნდები დღეს არ თამაშობდნენ.

გერმანია. ბუნდესლიგა. 23-ე ტური. 21 თებერვალი: უნიონი - ლევერკუზენი 1:0, კიოლნი - ჰოფენჰაიმი 2:2, ვოლფსბურგი - აუგსბურგი 2:3, ბაიერნი - აინტრახტი 3:2, ლაიპციგი - დორტმუნდი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162988