სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:29 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ჰაუსენი გამოაკლდა

მადრიდის „რეალის“ მცველი დინ ჰაუსენი ტრავმირებულია. ესპანელი ფეხბურთელი სავარაუდოდ, ლა ლიგის უახლოეს ტურში „ოსასუნასთან“ ვერ ითამაშებს.

დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს, მაგრამ ახალგაზრდა მცველმა შესაძლოა, ვერც ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკასთან“ საპასუხო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

20 წლის ფეხბურთელმა მადრიდის „რეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.183938