გერმანიის II ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ნიურნბერგი“ „ბოხუმს“ ეწვია, რომელთანაც დაზავდა - 1:1.
მიროსლავ კლოზეს გუნდმა ტაიმი იტალიელი თავდამსხმელის, მოჰამედ ალი ზომას გოლით მოიგო, მაგრამ 72-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტით გაათანაბრებს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. პენალტი საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილის ხელით თამაშს მოჰყვა.
ქართველმა მცველმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 87-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. ამის მიუხედავად, მას საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და ორთაბრძოლებში მეტოქეებს ჩაგრავდა. შეტევაშიც სცადა აქტიურობა. ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა.
„ნიურნბერგი“ 30 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში პირველ მარტს, „ჰერტას“ ესტუმრება.







