ფეხბურთი

14:28 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოდეგაარდმა ყენია დააქვეითა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მარტინ ოდეგაარდი ევრიპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა - 15 წლის და 300 დღის. ბულგარეთთან გამართულ ევროშესარჩევის შეხვედრაში "სტრომგოსეტის" ფეხბურთელი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა.

ნორვეგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა ისლანდიელი ფეხბურთელის სიგურდურ იონსონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩი 1983 წელს მალტის წინააღმდეგ 16 წლის და 251 დღისამ ჩაატარა. მესამე ადგილზე კი ლიხტენშტეინის ფეხბურთელმა პიტერ იელიმ გადაინაცვლა - 16 წელი და 265 დღე.

ოდეგაარდის რეკორდამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელთა რეიტინგში მესამე ადგილი ქართველ ფეხბურთელ ლევან ყენიას ეკავა. შემტევმა ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების მაისურით ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი 16 წლის და 325 დღის ასაკში ჩაატარა. 2007 წლის 8 სექტემბერს უკრაინასთან თბილისში გამართულ შეხვედრაში ყენია მოედანზე 62-ე წუთზე ალექსანდრე იაშვილის ნაცვლად გამოჩნდა.

0.128724