„სანტოსის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს შეიძლება კარიერა დაასრულოს.
როგორც მან თქვა, არ იცის, რას უმზადებს მომავალი და არაა გამორიცხული ფეხბურთიდან წავიდეს.
„არ ვიცი, რას მიმზადებს მომავალი. შესაძლოა, დეკემბერში კარიერის გასვლა გადავწყვიტო. არ ვიცი, ყველაფერს დღითი დღე ვიღებ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მეტყვის ჩემი გული.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება „სანტოსისთვის“, ასევე ბრაზილიისთვის მსოფლიო ჩემპიონატის გამო. ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნება: უზარმაზარი გამოწვევაა.
ამ სეზონში მინდოდა 100%-ით ფორმაში დავბრუნებულიყავი, რის გამოც რამდენიმე თამაში დავისვენე. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ბევრ რაღაცას ამბობს და არ ესმის ყოველდღიური ცხოვრების რეალობა, მაგრამ მე ამას უნდა შევხედო. „სანტოსმა“ ამისთვის შესანიშნავი გეგმა შეიმუშავა. ცხადია, მინდოდა დავბრუნებულიყავი, რათა დავხმარებოდი ჩემს გუნდს, მაგრამ საბოლოოდ დასვენება ვამჯობინე, რათა საუკეთესო ფორმაში დავბრუნებულიყავი, ტკივილისა და შიშის გარეშე.
კარგად გამოვჯანმრთელდი და შვებით ამოვისუნთქე, რომ ცოტა უფრო ძლიერი დავბრუნდი, ვიდრე ადრე. ცხადია, რიტმი ისევ უნდა ვიპოვო, მაგრამ შეუპოვრობით საუკეთესო ფორმას მივაღწევ“, - თქვა ნეიმარმა.







