სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:42 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" სენეგალელი შემტევი დაიმატა

გორის "დილამ" სენეგალელი შემტევი ნახევარმცველი ალიოუნე ოუმარ ტალი დაიმატა. ინფორმაცია გორული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 18 წლის ფეხბურთელი სენეგალის ჩემპიონატში თამაშობდა და საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გორის "დილამ" ახალი სეზონისთვის გარდა ოუმარ ტალისა, დავით გოცირიძე, ტრეივონ ფულერი, რუბენ კომპაორე და მალიკ ოლატუნჯი დაიმატეს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სტარტს 28 თებერვალს აიღებს, ხოლო "დილა" პირველ ტურში "რუსთავს" უმასპინძლებს.

თეგებიგორის დილა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159174