"მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელი გოლიადორის ერლინგ ჰოლანდის მიმართ ევროპული გრანდების ინტერესი დღითიდღე მატულობს. როგორც ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ი იტყობინება, მისით "პარი სენ-ჟერმენიც" დაინტერესდა და პარიზულმა კლუბმა გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელობას ზაფხულში ჰოლანდის მიმართ დიდი გეგმები აქვთ და ისინი ნორვეგიელის აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ და ითხოვეს, რომ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით განვითარებული ყველა დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა ისიც, რომ ჰოლანდის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს მადრიდის "რეალიც", რომლისთვისაც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნორვეგიელი ნომერ პირველი სამიზნე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "სიტის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 200 მილიონია.







