ცნობილი გერმანელი მწვრთნელი ზეპ პიონტეკი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პიონტეკმა კარიერის საუკეთესო წლები 1979-1990 წლებში დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში გაატარა.
მას ასევე გაუწვრთნია „ვერდერი“, „დიუსელდორფი“, „ზანკტ პაული“, ჰაიტის ნაკრები, თურქეთის ნაკრები, „ბურსასპორი“, „ოლბორგი“, „სილკებორგი“, ხოლო ბოლოს გრენლანდიის ნაკრებში მუშაობდა.







