ესპანეთის ლა ლიგაში მე-16 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ვილიარეალმა“ სტუმრად „ლევანტე“ გიორგი მიქაუტაძის გოლით 1:0 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მან ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გაიტანა. ეს მისთვის ზედიზედ მესამე გოლია ლა ლიგაში - წინა ტურებში „ხეტაფესა“ და „ესპანიოლს“ გაუტანა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ "ლევანტეს" მცველმა ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 29 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.







