"ასტონ ვილას" 23 წლის ფეხბურთელის მორგან როჯერსის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება და როგორც ცნობილი გამოცემა TEAMtalk-ი იტყობინება "არსენალისა" და "მანჩესტერის" შემდეგ, "ლივერპულისა" და პსჟ-ს ინტერესი მის მიმართ დადასტურებულია.
წყაროს ცნობით, პარიზელები ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში აქტიურად აკვირდებიან და მზად არიან, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის გასაფორმებლად იბრძოლონ.
მიუხედავად დიდი ინტერესისა როჯერსს "ასტონ ვილასთან" მოქმედი კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაბირება სერიოზულ ფინანსურ შეთავაზებას მოითხოვს.
23 წლის ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება და მისი პროგრესი როგორც საკლუბო დონეზე, ისე ინგლისის ეროვნულ გუნდში, ევროპული ტოპ-კლუბების ყურადღებას იპყრობს. ინგლისელს მიმდინარე სეზონში 37 მატჩში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.







