სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:16 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" რაჰმანი დიდი ხნით გამოაკლდა

"ნაპოლის" 31 წლის კოსოვოელი მცველი ამირ რაჰმანი ტრავის გამო დაახლოებით 2 თვით იუქმებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

როგორც ირკვევა, რაჰმანის ტრავმა იმაზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მედიკოსები ელოდებოდნენ. დიდი ალბათობით კოსოვოელი ფეხბურთელი მოედანს მაისში დაუბრუნდება.

ამირ რაჰმანმა დაზიანება სერია ა-ს ბოლო ტურში "რომას" წინააღმდეგ მატჩში მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ რაჰმანი "ნაპოლის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.170465