ფეხბურთი

2:13 | 18.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და "დორტმუნდი" მერვედფინალს მიუახლოვდნენ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბენფიკამ“ მადრიდის „რეალთან“ ის ვერ გაიმეორა, რაც ფაზის ეტაპზე გამოუვიდა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში ვინისიუს ჟუნიორმა კილიან მბაპემ გაიტანა. ჟოზე მოურინიო გააძევეს, რომელმაც ვინისიუსთან იკამათა. პორტუგალიელს "ბერნაბეუზე" მატჩის ყურება ტრიბუნიდან მოუწევს და სთადარიგო სკამზე ვერ იქნება.

„რეალმა“ 1:0 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. „სამეფო კლუბს“ წესით, არ უნდა გაუჭირდეს მერვედფინალში გასვლა.

იგივე ითქმის „დორტმუნდზე“, რომელმაც შინ ბერგამოს „ატალანტა“ დამაჯერებლად დაამარცხა. ნიკო კოვაჩის გუნდმა პირველივე ტაიმში სერჰუ გირასის და მაქსიმილიან ბაიერის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და 2:0 მოიგო.

რა თქმა უნდა, „ატალანტა“ შინ ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ „დორტმუნდთან“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება.

„ბენფიკა“ – „რეალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ვინისიუსი (50)

„დორტმუნდი“ – „ატალანტა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გირასი (3), 2:0 ბაიერი (42)

0.164426