„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანი მარკინიოსი კლუბში დარჩენას გეგმავს. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, ბრაზილიელს პსჟ-დან წასვლის განზრახვა ან სურვილი არ აქვს.
მარკინიოსს პარიზელებთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული, მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილები არიან. L’Equipe-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი სხვა ევროპულ გუნდში წასვლას არ განიხილავს.
მარკინიოსი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013 წლიდან თამაშობს და 511 მატჩში 42 გოლი აქვს გატანილი.







