მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, მოდრიჩი ძალიან ენატრება, რადგან ის ბევრ რჩევას აძლევდა და ბევრ რამეს ასწავლიდა.
„ლუკა მოდრიჩი გიჟია. ის თითქმის 41 წლისაა, ის განსაკუთრებულია: ამ ასაკში ფეხბურთში მისი მსგავსი არავინაა. „მილანშია“, გასულ წელს კი „რეალში“ იყო, მსოფლიოში საუკეთესოა. ძალიან მენატრება, რადგან ყოველთვის რაღაცას მასწავლიდა. წაგება სძულდა, ვარჯიშზეც კი. ყოველთვის ბრაზობდა, როცა აგებდა. კრიშტიანუსთან ერთად თამაშის ბედნიერება არ მქონია. მაგრამ ვერ ვიწუწუნებ: ბენზემასთან და მოდრიჩთან ერთად ვითამაშე“, - თქვა ვინისიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი მიმდინარე სეზონის წინ „მილანში“ გადავიდა, სადაც გუნდის ლიდერად მალევე იქცა.







