საქართველოს ნაკრებისა და "გრაცის შტურმის" ფეხბურთელის ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა kleinezeitung-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ კუნთში სტრუქტურული ცვლილება დაადასტურა. მსგავსი დაზიანების შემთხვევაში სარეაბილიტაციო პროცესი ინდივიდუალურად იგეგმება და ფეხბურთელის მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება. კლუბში იმედოვნებენ, რომ კიტეიშვილი 1 მარტს "ვოლფსბერგერთან" გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ცნობისთვის, კიტეიშვილმა დაზიანება ავსტრიის ჩემპიონატის 19-ე ტურში "ტიროლის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რის გამოც მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და 42-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.







