ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ წყვილებში მოკლე პროგრამა წარადგინეს, რის შედეგადაც მეორე ადგილს იკავებენ!
ლუკამ და ანასტასიამ შესანიშნავად იასპარეზებს, მსაჯებისგან ჯამში 75.46 ქულა დააგროვეს, რაც 19 მონაწილეს შორის მეორე შედეგია. ტექნიკურ ელემენტებში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა 41.45 ქულა მიიღო, ხოლო პროგრამულ სეგმენტში - 34.01.
ქართული წყვილი პირველ ადგილზე იყო ბოლო გამომსვლელამდე, მაგრამ გერმანელების წყვილმა, რომლებმაც მოკლე პროგრამა დახურეს, გადასწრება მოახერხეს.
19 მონაწილიდან 16 წყვილი გადავიდა ფინალში, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება და წყვილები თავისუფალ პროგრამას წარადგენენ. საქართველოს ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორიული მედლის რეალური შანსი აქვს.
მოკლე პროგრამის შემდეგ საუკეთესო სამეული:
1. ფაბიენ ჰასე - ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) – 80.01 ქულა
2. ანასტასია მეტელკინა - ლუკა ბერულავა (საქართველო) – 75.46
3. ლია პერეირა - ტრენტ მიკო (კანადა) – 74.60







