სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:33 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" "რაიო ვალეკანოსთან" განადგურდა

ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „რაიო ვალეკანოსთან“ 0:3 დამარცხდა.

დიეგო სიმეონეს გუნდი პირველ ტაიმში ორი ბურთით ჩამორჩა, ხოლო მეორე ტაიმში „რაიომ“ მესამედაც დაამწუხრა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ეს იყო „რაიო ვალეკანოს“ პირველი გამარჯვება „ატლეტიკოსთან“ ბოლო 13 წლის განმავლობაში (3 ფრე, 14 წაგება).

„ატლეტიკოს“ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული, მათ შორის, ზედიზედ მეორედ დამარცხდა. არადა, ამავე პერიოდში ესპანეთის თასზე შეუჩერებელია.

თავად განსაჯეთ, „ატლეტიკოს“ ბოლო ოთხი მატჩი: „ბეტისთან“ (სტუმრად) 5:0 ესპანეთის თასზე, „ბეტისთან“ (სახლში) 0:1 ლა ლიგაში, „ბარსელონასთან“ 4:0 ესპანეთის თასზე, „რაიო ვალეკანოსთან“ 0:3 ლა ლიგაში.

ეს ყველაფერი ბოლო 10 დღეში...

„ატლეტიკო“ ლა ლიგაში 45 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ვილიარეალთან“ ერთად იყოფს.

„რაიო ვალეკანო“ – „ატლეტიკო“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 პერესი (40), 2:0 ვალენტინი (45), 3:0 მენდი (76)

თეგებიატლეტიკო
0.172765