სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:52 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის გოლი და საგოლე პასი სერია B-ში

იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „სპეცია“ 2:0 დაამარცხა, გიორგი კვერნაძემ კი თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

ქართველი შემტევი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გიორგიმ 37-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ასისტიც მიითვალა, როცა ფარეს გედიემისმა სხვაობა გააორმაგა და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და ოთხჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ერთი გოლი მან იტალიის თასზეც შეაგდო.

„ფროზინონე“ სერია B-ში 25 ტურის შედეგ 52 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 თებერვალს, „ემპოლის“ უმასპინძლებს.

0.179944