ლონდონის „ჩელსი“ ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა. ლიამ როსენიორის გუნდმა 1/16-ფინალში სტუმრად „ჰალ სიტი“ 4:0 გაანადგურა.
მატჩის გმირი პედრო ნეტო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორჯერ გამოიჩინა თავი. ერთი გოლი ესტევაომაც გაიტანა.
ამრიგად, „ჩელსი“ მომდევნო ეტაპზე ძალიან ადვილად გავიდა. ასოციაციის თასზე კიდევ ერთი მერვედფინალისტი გაირკვა - „ვრექსემმა“ „იფსვიჩ თაუნი“ 1:0 დაამარცხა.





