პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, ფრანგი ვენსან კოლე დაინიშნოს. ეს უკანასკნელი 2011 წლიდან “სტრასბურგის” თავკაცი გახლავთ, ამავდროულად კი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელია.
აღსანიშნავია, რომ თავად სტრაბურგელები მწვრთნელის გაშვების წინააღმდეგნი არიან. ფრანგული გუნდის პრეზიდენტის მარტიალ ბელონის თქმით, 51 წლის კოლესთან კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაწყვეტს, თუკი სერიოზულ კომპენსაციას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ “ოლიმპიაკოსი” მწვრთნელს მას შემდეგ ეძებს, რაც თანამდებობიდან გეორგიოს ბარცოკასი დაითხოვა.