სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:10 | 13.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის თასზე "ატლეტიკომ" "ბარსელონა" გაანადგურა

ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ გააანდგურა და ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

დიეგო სიმეონეს გუნდმა ჰანსი ფლიკის გუნდი პირველ ტაიმში არ დაინდო - ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა. ანგარიში ერიკ გარსიას ავტოგოლით გაიხსნა, რასაც მალევე ანტუან გრიზმანის მეორე გოლი მოჰყვა.

ტაიმის მიწურულს „როხიბლანკომ“ კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ ადემოლა ლუკმენმა გამოიჩინა თავი, რომელსაც ასისტენტობა ხულიან ალვარესმა გაუწია. ნიგერიელმა და არგენტინელმა ცოტა ხანში როლები გაცვალეს: ლუკმენის პასით ალვარესმა გაიტანა და 4:0.

მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „ატლეტიკო“ პრაქტიკულად ფინალშია, ყოველ შემთხვევაში, საპასუხო მატჩში „ბარსას“ დიდი სასწაული დასჭირდება.

მეორე ნახევარფინალში „სოსიედადმა“ სტუმრად „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა.

ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები 3-4 მარტს გაიმართება.

0.100026