კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას "ატლეტიკოს" წინააღმდეგ დიდი დანაკლისით ხვდება. ბლაუგრანას ბრაზილიელი რაფინიას შემდეგ მარკუს რაშფორდიც გამოაკლდა და ის გუნდს ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
რაფინიამ დაზიანება "ელჩესთან" მოგებულ მატჩში (1-3) მიიღო. ამ ტრავმის გამო მან უკვე გამოტოვა "ალბასეტესთან" და "მალიორკასთან" გამართული დაპირისპირებები, ხოლო რაც შეეხება რაშფორდს, მან მუხლის დაზიანება "მალიორკასთან" მატჩში მიიღო, რის გამოც გარკვეული პერიოდით უქმობა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" პირველი შეხვედრა 12 თებერვალს 00:00 საათზე გაიმართება, ხოლო განმეორებით მატჩი "კამპ ნოუზე" 4 მარტს შედგება.







