ფეხბურთი

2:30 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"კომომ" იტალიის თასიდან "ნაპოლი" გააგდო

იტალიის თასის მეოთხედფინალში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კომოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

39-ე წუთზე სტუმრები მარტინ ბატურინას პენალტით დაწინაურდნენ, რასაც ანტონიო კონტეს გუნდმა 46-ე წუთზე ანტონიო ვერგარას გოლით უპასუხა - 1:1. მატჩიც ასე დასრულდა და ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა.

პენალტებში სესკ ფაბრეგასის გუნდმა 7:6 გაიმარჯვა და 1985 წლის შემდეგ პირველად „კომო“ იტალიის თასის ნახევარფინალში.

„ნაპოლი“ კი, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ იტალიის თასსაც გამოეთიშა და სეზონის ბოლომდე მხოლოდ სერია A-ში დარჩა სათამაშო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080259