სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:11 | 11.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" სერია შეწყდა, მაგრამ წაგებას გადაურჩა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მარცხს გადაურჩა, მაგრამ ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ 3 ქულა ვერ მოიპოვა.

მაიკლ კერიკის გუნდი ლონდონში „ვესტ ჰემს“ ესტუმრა, რომელთანაც აგებდა. 50-ე წუთზე ანგარიში ტომაშ სოუჩეკმა გახსნა და „ჩაქუჩები“ დააწინაურა. „ვესტ ჰემი“ ახლოს იყო უმნიშვნელოვანეს მოგებასთან, თუმცა, ბოლომდე ვერ გაძლო.

96-ე წუთზე ბენჟამინ შეშკომ მოახერხა თავის გამოჩენა და წონასწორობა აღადგინა. „იუნაიტედმა“ კერიკის ხელში ხუთ ტურში მე-13 ქულა მოიპოვა, რაც შესანიშნავი შედეგია.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ევერტონს“ ესტუმრება, ხოლო „ვესტ ჰემი“ 24 ქულით გასავარდნ ზონაშია, მე-18 პოზიციაზე.

0.165928